ალეკო ელისაშვილი - კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს

კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შთაბეჭდილება რჩება, რომ კასიანოვს თავის თავზე აღებული აქვს მისია, ქართულ-უკრაინული ურთიერთობა კიდევ უფრო გააფუჭოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ელისაშვილის შეფასებით, "კასიანოვი საგანგებოდ იგონებს თემებს, თუ რით შეიძლება ცეცხლზე ნავთი კიდევ უფრო დაასხას უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე".

„კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. "ბუკი"-ის გადაცემიდან დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის, უკრაინელ ბავშვებთან მე თვითონ მაქვს შეხება და ისინი დაცულები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს, აქ არიან ბედნიერები და თავს ევლება ყველა.

უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, რატომ აკეთებს, რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა ამის გამო?! ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა?! მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და გააკეთოს განმარტებები,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“. ამ განცხადების გამო კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს