მარნეულის მერიაში წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში წითელი ჯვრის/წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა კვლევის ფორმატში, ჯგუფური დისკუსიის მეთოდით ჩატარდა.

მათი ცნობით, კვლევის მიზანს წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ანალიზი, თუ რა გავლენა მოახდინა COVID 19–ის პანდემიამ წითელი ჯვრის პროგრამებზე, მომავალში თემთა ჩართულობის, ანგარიშგების პროგრამების და სერვისების ხილვადობის გაზრდის მიზნით.

„შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ელგუჯა კუპატაძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო