სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის - თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს.

პრეზიდენტი ზელენსკის „დაუღალავ ბრძოლაში“ სიძლიერეს უსურვებს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება.

“ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ!

გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში!

თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!“, - წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“