მარინე გვიანიძე - მოქალაქეთა ცნობადობის ამაღლება, ღიაობა და გამჭვირვალობა ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია

აჭარის უმაღლეს საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ, საკანონმდებლო საქმიანობის გაცნობის მიზნით, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომელთაც ექსკურსია ახალი ვებპლატფორმა - chaerte. sca. ge-ის მეშვეობით დანიშნეს.

სტუმრებს უმაღლესი საბჭოს ისტორია, მისი საქმიანობის სპეციფიკა, პრინციპები მარინე გვიანიძემ და მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ცირა ხაჯიშვილმა გააცნეს.

მარინე გვიანიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუციის შესახებ მოქალაქეთა ცნობადობის ამაღლება, ღიაობა და გამჭვირვალობა ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილია. მან სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე, ონლაინსერვისებზე და იმ სიახლეებზე, რომელთა მეშვეობითაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ახალგაზრდული ცენტრი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ბაზაზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში შეიქმნა.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო