თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანასთან ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან ხანძარია. ადგილობრივებმა კვამლი დღის მეორე ნახევარში მთის ფერდობზე შენიშნეს.

ამ დროის ინფორმაციით, ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 16 კილომეტრში, სავარაუდოდ, ხმელ ბალახს უკიდია.

თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის ინფორმაციით, ხანძრის კერა რთულად მიუვალ ადგილშია და სპეციალური ტექნიკით იქ მისვლას, ვერ შეძლებენ.

„რთული რელიეფიდან გამომდინარე ადგილზე მხოლოდ ფეხით მისვლაა შესაძლებელი. ხანძარი საღამოს შევნიშნეთ და სამაშველო სამსახურს ვაცნობეთ. მობილიზებული და ინფორმირებულია ყველა. დილიდან ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეებიც. ცხენებიც გვყავს, რომ ადგილამდე მივიდეთ”, - აცხადებს მაისურაძე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა