ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა

ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპანიის OpenAI-ს მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტის chatgpt-ს შესახებ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პანელური დისკუსია გაიმართა. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, ChatGPT და სხვა პლატფორმები, რომლებიც ინდუსტრიებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენენ - სწორედ ამ და სხვა აქტუალურ თემებზე იყო საუბარი საჯარო განხილვაზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ზაალ გაჩეჩილაძე (Pulsar AI თანადამფუძნებელი);
  • თათია წმინდაშვილი (უფროსი მკვლევარი, Impel);
  • ანა კოლხიდაშვილი (r&d გუნდის ლიდერი, Impel).

დისკუსიის მოდერატორი კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი ლევან ჯიქია გახლდათ.

პანელურ დისკუსიამდე, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ chat.openai.com-ზე და ChatGPT-ს დახმარებით, თემის ირგვლივ საინტერესო კითხვები დაეგენირირებინათ.

პანელური დისკუსია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ფარგლებში ჩატარდა. BTU ხელოვნური ინტელექტისა და ChatGPT-ს კვლევის მიზნით სხვადასხვა ტიპის აქტივობების სერიას მართავს. ამ მიმართულებით უკვე ჩატარდა პირველი პანელური დისკუსია, ჰაკათონი სტუდენტებისთვის, ასევე დაიწყო AI Book სერიების გამოცემა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამეცნიერო კვლევები და სტუდენტური კონკურსები, ახალი ციფრული პროდუქტების შექმნა და სხვა პროექტები.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის