სამეგრელოში ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ზუგდიდის მერი გაეცნენ. რეგიონში ძლიერმა ქალმა 40-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების მფლობელებისთვის საკონპენსაციოდ მთავრობის განკარგულებით 1 470 000 ლარი გამოიყო. ძლიერი ქარის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანდა 2400-მდე საცხოვრებელი სახლი. დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების ჩარიცხვა მიმდინარეობს, საკომპენსაციო ნაწილი სამშენებლო მასალებთან ერთად ხელოსნებისთვის საჭირო თანხასაც ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„გვაქვს ძალიან მყისიერი მოქმედება სტიქიიდან უმოკლეს ვადაში და ეს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა, რომელიც უშუალოდ ჩართული იყო, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადაში მომხდარიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდირება და კომპენსაციების დროულად გაცემა“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“