გორის მერია სწავლას 50% და 70% გრანტის მქონე სტუდენტებსაც დაუფინანსებს

2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სწავლის ღირებულებას 50% - იან და 70% - იან სახელმწიფო გრანტის მქონე სოციალურად დაუცველ სტუდენტებსაც დაუფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღემდე, აღნიშნული დაფინანსებით მხოლოდ გრანტის არმქონე სოციალურად დაუცველი სტუდენტები სარგებლობდნენ.

„სოციალური პროგრამა სტუდენტებს სწავლის ღირებულების დაფინანსებას წელიწადში ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით სთავაზობს. აღნიშნული მუხლით სარგებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს შეუძლიათ, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000. გარდა აღნიშნულისა, 2023 წელს ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამის სხვა მუხლებშიც განხორციელდა. იხილეთ ბმული - shorturl.at/crwF2“ ,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო