ანა ბუჩუკური - ივანიშვილი და მთელი ე.წ. სახელისუფლებო ლიდერშიფი მზად არის, ბიძინას პერსონალურ ინტერესს გადააყოლოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი - ივანიშვილი ირაციონალურ შიშებშია

ივანიშვილი და მთელი ე.წ. სახელისუფლებო ლიდერშიფი მზად არის, ბიძინას პერსონალურ ინტერესს გადააყოლოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი - ივანიშვილი ირაციონალურ შიშებშია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims სტატიას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

ბუჩუკურის თქმით, რეზოლუციას, რომელზეც წერილშიც არის საუბარი, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო რამდენად შეიძლება მისი დაკავშირება კერძო დავასთან ამაზე შესაძლოა, აზრთა სხვაობა არსებობდეს.

რაც შეხება ფაქტს, რომ ივანიშვილი თავად უკავშირებს პოლიტიკურ პროცესებს კერძო დავას, ბუჩუკურის შეფასებით, ეს მის შიშებზე მეტყველებს.

„თუ არ ვცდები, ახალ წერილში, რიტორიკის თვალსაზრისით, ახალი არაფერია. ივანიშვილი შეიძლება ფიქრობს, რომ იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომ მთელი მსოფლიო მას ებრძვის, თუმცა, ჩემთვის ცოტა კომიკურია ეს ყველაფერი. დღეს ფაქტობრივად, მსოფლიოს მასშტაბით, უსაფრთხოების არქიტექტონიკის ცვლილებას ვადევნებთ თვალს და ამის ფონზე ივანიშვილი და მთელი ეს ე.წ. სახელისუფლებო ლიდერშიფი მზად არის, რომ საკუთარი ფულის დაცვას, ანუ ბიძინას პერსონალურ ინტერესს გადააყოლოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. ის თავად რომ უკავშირებს პოლიტიკურ პროცესებს ამ კერძო დავას, მხოლოდ მის შიშებზე მეტყველებს. მოდით, ასე ვთქვათ, „ქართული ოცნება“ ვიცით, რომ ივანიშვილის გარეშე არ ოპერირებს, ვეღარ ოპერირებს და ურთიერთსაწინააღმდეგოა, როცა ერთი მხრივ, მისი ე.წ.ლიდერები ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს და მეორე მხრივ, თავად აკავშირებს რეზოლუციას ამ დავასთან. თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები, ეს წერილი რასაც ადასტურებს არის ის, რომ ის ირაციონალურ შიშებშია“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო