დიმიტრი ხუნდაძე - ივანიშვილის ბანკთან ურთიერთობა რომ პოლიტიკური შემადგენლითაა გაჟღენთილი, ეს უკვე ზედაპირზეა, გადაწყვეტილების მიღება ახლოვდება და რა თქმა უნდა, ამ თემის აქტუალიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება

ივანიშვილის ბანკთან ურთიერთობა რომ პოლიტიკური შემადგენლითაა გაჟღენთილი, ეს უკვე ზედაპირზეა, გადაწყვეტილების მიღება ახლოვდება და რა თქმა უნდა, ამ თემის აქტუალიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "ხალხის ძალის" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ივანიშვილის იძულებას, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.

"მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საბანკო საკითხები გათავისუფლებული იქნება პოლიტიკისგან. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, მრავალმხრივი ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში. ასეთი საკითხები აზიანებს საბანკო სექტორს, როცა ასეთი თემა პოლიტიკური განსჯის საგანი ხდება", - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ კვლავაც თვლის თუ არა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, ხუნდაძე ამბობს, რომ მსგავსი რეზოლუციები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

"რეზოლუციები, რომელსაც ირიბი დამისამართება აქვს და ვერ ბედავს კონკრეტული სანქცირების გადაწყვეტილების მიღებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება,"- განაცხადა ხუნდაძემ.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024