Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება

Wolt საქართველოს მხარდაჭერის გუნდი, რომელიც მომხმარებელთა დისტანციურ მომსახურებას ახორციელებს, უკვე რამდენიმე თვეა Wolt-ის სხვა ევროპულ ბაზრებსაც ემსახურება. საქართველოს მომსახურების ცენტრი მხარდაჭერას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, დანია, შვედეთი და საბერძნეთი, სულ მალე კი, ამ ქვეყნების სიას გერმანიაც შეემატება.

ამის გამო Wolt საქართველო აქტიურად ეძებს გერმანულენოვან თანამშრომლებს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში, ძირითადი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნა და მომხმარებელთა მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა: https://bit.ly/3uJJj0s

რატომ გადაწყვიტა საერთაშორიო კომპანიამ მომსახურების ცენტრის საქართველოში განვითარება? ამ შეკითხვას Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი პასუხობს:

„Wolt უკვე ოთხ წელზე მეტია, რაც საქართველოში ოპერირებს და ამ ხნის მანძილზე Wolt საქართველოს მხარდაჭერის გუნდმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდია. მათ შორის, ჩვენი მხარდაჭერის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო და სწრაფია Woltwide. ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ჩვენთან მუშაობს, სხვა უნარებთან ერთად, სრულყოფილად ფლობს არაერთ უცხო ენას. ამიტომაც, ამ მიმართულებით კომპანიამ განვითარების დიდი პოტენციალი დაინახა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ Wolt-ისთვის საქართველო ტალანტების ფონდად იქცა.“

2023 წლიდან ვოლტის მომსახურების ცენტრი, სხვა ქვეყნებთან ერთად, გერმანიის ბაზრის მომსახურებასაც დაიწყებს, რისთვისაც გერმანულენოვანი პერსონალის მიღება უკვე დაწყებულია. წლის პირველ კვარტალში კი, კომპანია მომსახურების ცენტრის ახალი ოფისის გახსნასაც გეგმავს და თანამშრომლებს, გარდა მაღალი ანაზღაურებისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკისა, მუშაობისთვის გამორჩეულად სასიამოვნო და კომფორტულ გარემოსაც ჰპირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვოლტის მომსახურების ცენტრი ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. კომპანია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან გაფართოებას, მეტი ქვეყნის მომსახურებასა და მომსახურების ცენტრების საქართველოს სხვა ქალაქებში გახსნასაც გეგმავს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო