ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. მათივე ინფორმაციით, პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს.

როგორც აჭარის მთავრობაში აღნიშნავენ, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

,,ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან ერთად განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას. ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა. წელს იქნება მნიშვნელოვანი წელი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის მხრივ, 1000-მდე ოჯახისთვის განხორციელდება სახლების მშენებლობა. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის l ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა.

„ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე ოჯახები, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო საცხოვრისით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი