გიგა ბოკერია - ივანიშვილის კიდევ ერთხელ ღიად გვეუბნება, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე საკუთარ ქონებას დაიცავს

ივანიშვილის ამბავში ახალი არაფერია. სულ უნდა გვახსოვდეს, როგორი უტიფარია ეს ადამიანი, როდესაც ღიად გვეუბნება, რომ მისი პრობლემების გამო, ქონებისა თუ ფულის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობს, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის შესახებ CS Victims-ის მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში“.

ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს „ეს ქვეყანა თავის საკუთრებად მიაჩნია“.

„პირდაპირ გვითხრა, ძალიანაც არ მოგახვევთ თავზე პრობლემებსო - ცოტათი მოგახვევთო. ასეთი კაცია, თავის საკუთრებად მიაჩნია ეს ქვეყანა. სხვა საკუთრებისა და ქონების პრობლემების გადაჭრის გზად ჩვენი ქვეყნის მომავლით ვაჭრობაში ხედავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით