სოფელ ხეთაში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასოფლო გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან ერთად გაეცნო.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 542 000 ლარია.

მერიის ცნობითვე, გასულ წელს ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025