ირაკლი კობახიძე - ჩვეულებრივი ყაჩაღობაა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე გაცამტვერებულია - არ იცნობენ  ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას გადადგას ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს

ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ Credit Suisse-სთან ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა შვეიცარიულ ბანკში.

„საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება Credit Suisse- ში ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ეს არის ჩვეულებრივი ყაჩაღობა, რასაც ვაკვირდები ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე არის გაცამტვერებული და ამის თაობაზე, საერთაშორისო მედია ძალიან ფართოდ საუბრობს. მთავარია, აქ თუ რა არის მოტივი. მოტივი არის პოლიტიკური ცალსახად, რაზე მინიშნებებიც ჰქონდა თავად Credit Suisse-ს. თავად ბიძინა ივანიშვილმაც თავის წერილში რამდენიმე თვის წინ, აქცენტი გააკეთა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, ის, რომ რომ ვიღაცებს სურთ აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების წინააღმდეგ, დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს - ვერავინ აიძულებს მას გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, CS Victims-მა გაავრცელა სტატია, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო