მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე.

მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური, ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო საკითხები.

შეხვედრას მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო