ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 10 მილიონი ლარი მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
„ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა - 1 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი ; სპორტის სასახლის რეაბილიტაცია - 950 000 ლარი; ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი; ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია - 1 000 000 ლარი; ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია - 800 000 ლარი; რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია - 3 650 000 ლარი დაჯდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.