გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში გზის რეაბილიტაცია დაიწყება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

გორის მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 400 ლარია.

„საპროექტო გზის 654 მეტრიან მონაკვეთზე, სადაც დღემდე ასფალტი საფარი არ ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება.

დაგეგმილია ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით