ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ პრიორიტეტების გამოსავლენად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, მერის პირველი მოადგილე, დავით გოგლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ასლან საგანელიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხვანჭკარის, სადმელის, წესის და ნიკორწმინდის თემის მოსახლეობას შეხვდნენ და "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" შესახებ პირადად მიაწოდეს ინფორმაცია.

„ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლებისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პროექტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებაა.

შემდეგი შეხვედრები 1 თებერვალს ღადიშის, ცახის, ნამანევის, ლიხეთის, ჭრებალოს, სხვავის და ველევის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ - ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე -https://bit.ly/3gaE06P“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო