ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს

ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების სწავლების პროცესში ინტეგრაციის პროცესის განხილვა - შესაძლებლობები და გამოწვევები; სასწავლო პროცესის კომპონენტების და სწავლების შედეგების რუკის ტრანსფორმაციის საჭიროების ანალიზი ხელოვნური ინტელექტის მზარდი როლის პარალელურად; სწავლების პროცესში, შეფასებითი აქტივობების მოდიფიკაციის შესაძლებლობების შესწავლა, ხელოვნური ინტელექტის ფაქტორის გათვალისწინებით; ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების აკადემიური კვლევის პროცესში ინტეგრაციის უპირატესობის ანალიზი, კვლევების ეფექტიანად წარმართვისთვის - ამ და სხვა აქტუალურ თემებზე BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს.

საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების განვითარების შედეგად, განათლების და ზოგადად აკადემიურ სექტორში ახლად გაჩენილი გამოწვევების ფონზე.

კვლევითი პროექტის მთავარი მიზანია, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პრაქტიკული და ახალი ცოდნის შექმნა, რომლის იმპლემენტაციაც სწავლების პროცესში განხორციელდება.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, კვლევითი პროექტი მნიშვნელოვან ბმაში იქნება თანმხლებ აქტივობებთან, როგორიცაა პანელური დისკუსიები, თემატური შეხვედრები და ა.შ.

საწყის ეტაპზე, კვლევის განხორციელების ბაზა იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. თუმცა სამომავლოდ მასში ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაც იგეგმება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება