რუსთავში, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარატების შესაბამისად გადაიარაღებული საწარმო „სერპენსის“ პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავში, სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში დაარსებული საწარმო “სერპენსის” რებრენდინგის და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან, პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ნინო ლაცაბიძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსთავისთვის ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოების არსებობის და ქალაქში ინვესტიციების შემოდინების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმო მთლიანად შეესაბამება თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, მნიშვნელოვანია, ეს განვითარება იყოს მდგრადი და პასუხობდეს მოსახლეობის ინტერესებს“, - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„როგორც ჩვენი ქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. რუსთაველები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკოლოგიას და ასეთი საწარმოები არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, განვავითაროთ ეკონომიკა და ამ დროს, ეკოლოგიაზეც ვიზრუნოთ. ჩვენი ქალაქისთვის, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელსაც ეს კომპანია ძალიან ხშირად გამოხატავს. იმედია, რუსთავში ძველი ქარხნების მოდერნიზება მოხდება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად და თითოეული ახალი საწარმო, რომელიც დაარსდება, იქნება ეკოლოგიისთვის და ჩვენი ქალაქისთვის უსაფრთხო“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქში ამერიკული სტანდარტის, ნავთობპროდუქციის გადამამუშავებელი ქარხანა „სერპენსის“ მშენებლობა, რომელიც აქამდე „რუსთავოილის“ სახელით იყო ცნობილი, 2018 წელს დაიწყო. საწარმოს მშენებლობისთვის, 2017 წელს, სახელმწიფომ, კომპანიას „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რუსთავში, 585 726 ლარად შეფასებული 10 ჰექტარი მიწის ფართობი გადასცა.

მათივე ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა 2019 წლის ბოლოს დაიწყო, დღემდე, „სერპენსში“ განხორციელებულმა ინვესტიციამ 30 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმოში ძირითადად რუსთაველები არიან დასაქმებულნი. „სერპენსი“ გზების მშენებლობისთვის საჭირო პროდუქციას - ბიტუმს აწარმოებს და მისი ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ახლო მომავალში, კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი