Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან

2023 წელს Glovo დიდი სიახლით იწყებს! აპლიკაციაში უკვე შეგიძლიათ TNET-ში შემავალი პლატფორმების სერვისები და პროდუქტები აღმოაჩინოთ. თანამშრომლობის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციას უკვე დაემატა SWOOP, VENDOO და LIVO განყოფილებები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლების ვაუჩერები თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე, იყიდონ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთან, ისარგებლონ ისეთი ინოვაციური შეთავაზებებით, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადაღება, შეფასება, რეესტრში რეგისტრაცია და აზომვა. სულ მალე, TNET-ში შემავალი პლატფორმების ყველა სერვისი თუ პროდუქტი, Glovo-ს აპლიკაციაში გახდება ხელმისაწვდომი. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლების წინ საინტერესო თავგადასავალი და რაც მთავარია, მაქსიმალურად მრავალფეროვანი შეთავაზებები ელოდებათ.

Glovo ტექნოლოგიური ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს მიღმა. კომპანიის მისიაა, ყველა ადამიანისთვის ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს და უკვე 4 წელზე მეტია, ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს უკვე რეალობაა - Glovo-ს აპლიკაციაში შესაძლებელია ისეთი სერვისების თუ პროდუქტების მიღება, როგორებიცაა ტანსაცმლის ქიმწმენდა, ძიძის გამოძახება თუ პირადი ონლაინ ასისტენტის დაჯავშნა, მანქანის რეცხვის სერვისი და უძრავი ქონების შეფასებაც კი.

Glovo-ს სამომავლო გეგმა და სტრატეგია უცვლელია - კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობაა. სწორედ ამ მიმართულების გამოძახილია Glovo-სა და TNET-ის თანამშრომლობა, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო და უამრავ საინტერესო ინიციატივას აერთიანებს.

TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში. მის შემადგენლობაში 9 ციფრული პლატფორმა და 5 მობილური აპლიკაციაა. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს შეადგენს და მოიცავს საქართველოში არსებული ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს. TNET-ის პლატფორმებს შორისაა, ყველასთვის კარგად ნაცნობი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, , SWOOP, VENDOO და livo.ge.

ნიკა ჩილინდრიშვილი, TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი:

„ქართულ ბაზარზე, TNET-ის და Glovo-ს თანამშრომლობა, არის გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად შეცვლის მომხმარებლების გამოცდილებას. ის პროდუქტები და სერვისები, რასაც უკვე მრავალი წელია, TNET ქართულ ბაზარზე ქმნის, კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება. შედეგად, კმაყოფილი დარჩება არა მხოლოდ მომხმარებელი, რადგან გამარტივდება მისი ცხოვრება და გაუმჯობესდება მისი ყოველდღიურობა, არამედ, მთლიანად, ქართული ბაზარი, რადგან ორი ტექნოლოგიური ლიდერის თანამშრომლობა, მთლიანად შეცვლის ტექნოლოგიურ რეალობას“.

ლუკა ხვადაგიანი, Glovo-ს ბიზნეს ინოვაციების მენეჯერი:

„TNET ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ესაა კომპანია, რომელსაც მრავალი წელია, მომხმარებლები ენდობიან. სწორედ ამიტომ, მათი პროდუქტებისა და სერვისების Glovo აპლიკაციაში ინტეგრაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, მაქსიმალურად მრავალფეროვან პროდუქტები და სერვისები გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მომდევნო წლების განმავლობაში, Glovo X TNET მომხმარებლებს მრავალ საინტერესო, საჭირო და ინოვაციურ პროექტს შევთავაზებთ“.

Glovo-ს შესახებ:

Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში.

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/ კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: tekla.vekua@providers.glovoapp.com

(R)

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი