იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ.

ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტი იმერეთის მხარისა და კუიავო-პომორსკის სავოევოდოს თანამშრომლობის ფარგლებში შედგა და ძირითადი მიზანი იყო აკადემიურ წრეებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.

„პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე და კანცლერი მაგდა მაღრაძეც იმყოფებოდნენ. ვიზიტის ძირითადი თემა იყო სიმსივნის მკურნალობის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მიმართულებით მეგობარ რეგიონში არსებული სიახლეების გაზიარება.

ქართული დელეგაციის წევრები რამდენიმე სამედიცინო, კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაობას გაეცნენ. ასევე, ესტუმრნენ ტორუნის კოპერნიკის სახელობის უნივერსიტეტსა და ბიდგოშჩის ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც მოინახულეს ლაბორატორიები და ისაუბრეს გაცვლით პროგრამებზე „ერასმუსის“ ფარგლებში, მეცნიერთა თანამშრომლობაზე „ჰორიზონტ ევროპას“ ფარგლებში და სტუდენტების საზაფხულო გაცვლით პროგრამაზე. აღნიშნული ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და კუიავო-პომორსკის უნივერსიტეტების თანამშრომლობას, ასევე ქუთაისისა და ტორუნის დამეგობრებას. დაიგეგმა პოლონელი მეცნიერების და აკადემიური წრეების წარმომადგენლების საპასუხო ვიზიტი ქუთაისში, რათა ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და ორივე მხარისთვის უფრო ეფექტური იყოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო