შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ ისტორიულად მტკიცე კავშირებზე ისაუბრეს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა აქტიურია არა მხოლოდ პარლამენტებს, არამედ რეგიონებსა და ქალაქებს შორის. მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ დევიდ ბიტანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ცერემონიის დაგეგმვასა და განხორციელებისთვის. მისი თქმით, ამ ცერემონიის ჩატარება მნიშვნელოვანად აძლიერებს საპარლამენტო კავშირებს.

მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს რუსეთის ომზე უკრაინაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

თავმჯდომარემ ისრაელის მხარეს საკანონმდებლო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მზაობა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს