შალვა პაპუაშვილი - კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა - ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დამკვიდრდა

კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დამკვიდრდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან ფარული მიყურადების ფაქტებს ვერ გავიხსენებთ.

კობა ნაყოფიას განცხადება ისტორიის გადაწერის მცდელობაა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ ისტორია შეცვალოს. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოჩენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას დამკვიდრდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას