შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ყველა ხედავს პროგრესს, ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მონაწილეობა

მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ერთის მხრივ ყველა ხედავს პროგრესს, განსხვავებით, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისა და ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეეხება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო ვერ შეძლებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ის საკითხები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაზე იყო დამოკიდებული შესრულებულია.

„ჩვენ შარშან როდესაც საშემოდგომო სესია დასრულდა, გვქონდა შეჯამება 12 პუნქტთან დაკავშირებით გაწეული მუშაობის. ძირითადი საკითხები, რაც დამოკიდებული იყო საპარლამენტო უმრავლესობაზე შესრულებულია. არის საკითხები, რომლებიც ჩვენზე დამოკიდებული არ იყო, არის რამდენიმე პოზიციაზე არჩევის საკითხი და არის ორი კანონპროექტი, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ერთის მხრივ, ყველა ხედავს პროგრესს, განსხვავებით, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილისა და ბევრი რეკომენდაცია უკვე შესრულებულია, მაგრამ მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომელიც ისეთი გადაწყვეტილების მიღებას შეეხება, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა მარტო ვერ შეძლებს, მაგალითად, ომბუდსმენის არჩევა, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომლისკენაც იგი სამართლიანად ისწრაფვის.

როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიმართონ ამ რეზოლუციაში გამოხატულ დანარჩენ რეკომენდაციებსა და შეშფოთებას.

ამასთან, ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო