შალვა პაპუაშვილი - ვსაუბრობდით ალიანსზე, რომელიც არსებობდა გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და ეს ახლა დასტურდება, ასეთი ალიანსის მოტივაცია არის იმ ფლანგის გაძლიერება, რომელზეც „ნაცმოძრაობა“ დგას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი გახარიას შორის თანამშრომლობით რეგიონების განვითარებას მხოლოდ ხელი ეშლება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს თანამშრომლობა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურება.

„საერთო ჯამში, პროცესი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობდით და რასაც უარყოფდნენ, ახლა დასტურდება. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ პარტია არალეგალურად ფინანსდებოდა. ვსაუბრობდით იმ ალიანსზე, რომელიც არსებობდა გიორგი გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და ახლა ამასაც ადასტურებენ. ყოველგვარი ასეთი სახის ალიანსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას შორის ერთ რამეს აჩვენებს, თუ რა მოტივაცია დგას ამ პარტიის უკან. საბოლოოდ, ეს მოტივაცია არის იმ ფლანგის გაძლიერება, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

რაც შეეხება რეგიონებს, ვიცით, რომ თითოეულ რეგიონში საკრებულოდან არჩეული მერია. ის პროექტები, რომლებიც წინასწარაა შედგენილი, ხორციელდება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიორგი გახარიას თანამშრომლობით მხოლოდ ხელი ეშლება პროექტების შესრულებას“ , - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრორუსულად ნათლავს ყველაფერს, რასაც არ ეთანხმება და მათი განცხადება, რომ ევრო საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ტინი კოქსი პრორუსია, აბსურდულია.

„ჰოლანდიელი პოლიტიკოსის, ტინი კოქსის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელად არჩევას საბჭოს წევრების 80%-მა მისცა ხმა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება იმის შესახებ, რომ ის პრორუსია, აბსურდულია. ყველაფერს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ეთანხმება, ისინი პრორუსულად ნათლავენ. ეს ტიპური პროპაგანდაა, რომელსაც ისინი იყენებენ. ამას საზოგადოებაც ირონიით ხვდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა
დროის მენეჯმენტი