თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან საქართველოში, აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალი და ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დადებით დინამიკას.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დაიგეგმა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავება ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს