ბათუმში ვახტანგ  გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, თაყაიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში, ასფალტის საფარს აგებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.

„პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას გრიბოედოვის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიერთებებით.

აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა და ჭები მოეწყობა. რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი.

სამუშაოების ღირებულება 1 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს.

ამავე პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია, რისთვისაც 1 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა” , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო