მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებს და ბენეფიციარების მშობლებს შეხვდნენ

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ წარმომადგენლებს და ამ ორგანიზაციის ბენეფიციარების მშობლებს შეხვდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ბენეფიციართათვის შეთავაზებული სერვისები და ამ სერვისების გაუმჯობესების გეგმები განიხილეს.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ უკვე წლებია მარნეულის მუნიციპალიტეტში ოპერირებს.

ორგანიზაციის მიზანს შშმ პირთა, ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა საზოგადოებაში ადაპტაცია წარმოადგენს.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილეები თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო