ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

„პროგრამით განსახორციელებელი პროექტები შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით წყდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა ძირითადად გარე განათების დასრულებას, შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრეების მოწესრიგებას, სპორტული სივრცეების მოწყობას, სკვერებისა და სასაფლაოების შემოღობვას ირჩევენ. შეხვედრები 16 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინიცირებული პროექტების გარდა, ადგილობრივებისგან პირადად ისმენს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას გააჩნია. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მერთან შეხვედრებზე გაჟღერებული საკითხების გადასაჭრელად, პროექტებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო