ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამონგრევისას სახლში ერთი ქალი იმყოფებოდა, რომელიც უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

როგორც ქობულეთის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ქობულეთის მერი ლევან ზოიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ.

მათი ინფორმაციით, ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის.

„სოფელ ქვედა სამებაში საცხოვრებელი სახლის უკანა ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს სახლში ერთი ქალი იმყოფებოდა. მოქალაქე ამ დროისთვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ადგილზე არსებულ მდგომარეობას ქობულეთის მერი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. უწყების წარმომადგენლები მოქალაქეს მდგომარეობის შესწავლას და არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდნენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები”,- განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო