USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.

„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი - ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმენლად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში.

15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში - ყველამ ერთად ვიცხოვროთ კიდევ უფრო უკეთეს ქვეყანაში.

ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება - ადამიანების სიყვარულია, კიდევ დიდი გზა და ბევრი წლები გვაქვს ერთად გასავლელი, ერთმანეთთან ნებისმიერ ფორმატში დავას, გვირჩევნია ჩვენმა გუნდმა წარმოქმნილ გაუგებრობას უპასუხოს - ურთიერთგაგებითა და 100%-იანი პასუხისმგებლობით.

გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება.

USA2GEORGIA წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნაცვლად ფარავდა მოცულობითი წონის გადასახადს საოპერაციო ხარჯებიდან, მოხარული იქნებოდა ჩვენი გუნდი - აღნიშნული აქციის გახანგრძლივებისათვის კომპანიას ჰქონოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, შეუძლებელია მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება, თუმცა გამოსავალი აქაც არის და დაბრუნდა ამანათების „ზომაში შემცირების / გადაფუთვის“ სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, - ნათქვამია USA2GEORGIA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიყვარულით USA2GEORGIA გუნდი

(R)

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს