ანრი ოხანაშვილი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთია და პარლამენტი ყოველთვის იზრუნებს, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გააძლიეროს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება 12-პუნქტიანი გეგმიდან ერთ-ერთია და პარლამენტი ყოველთვის იზრუნებს, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გააძლიეროს.

როგორც ოხანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გამართული ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება პერსონალური მონაცემების დაცვას პრიორიტეტს ანიჭებს.

„პერსონალური მონაცემების დაცვას სახელმწიფო განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს. ამის გამოხატულებაა ის, რომ ეს სამსახური ცალკეა გამოყოფილი. ყველა სფეროში მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რომ პერსონალური მონაცემები დაცული იყოს. 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთი საკითხია ამ სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. საქართველოს პარლამენტი ყოველთვის ზრუნავს და შემდეგაც იზრუნებს, რომ ეს სამსახური მაქსიმალურად გააძლიეროს ინსტიტუციურად, რომ მან ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს სამსახური აკადემიური კუთხითაც აგრძელებს საქმიანობას. განსაკუთრებით გამოსაყოფია თანამშრომლობა სამეცნიერო სექტორთან, ვინაიდან გამოწვევები, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს მსოფლიოს მასშტაბით, უნდა მუშავდებოდეს და ხდებოდეს ანალიზი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. მათი დასკვნები უნდა იყოს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ სამსახურისთვის, რომ განავითარონ ამ მონაცემების დაცვაზე ზრუნვა”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო