ლევან ხაბეიშვილი - მინდა ვუთხრა რატი ბრეგაძეს და თუ უნდა მუქარად მიიღოს - მას ძალიან მალე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება

რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. მე მინდა ვუთხრა მას და თუ უნდა მუქარად მიიღოს რატი ბრეგაძემ, ძალიან მალე მას გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ერთადერთი მიზეზით არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის მისი „ტყვეობაში დატოვება“.

“ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავს რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ შემდეგ შეუძლებელი არ იყოს სასამართლოსთვის, ტყვეობაში დატოვოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ამ ყველაფერს ასრულებს ცხადია რატი ბრეგაძე. ყველა დოკუმენტაცია არსებობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი მესამე ქვეყანაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ის არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ რატი ბრეგაძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო