გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, არჩევნების დროში გახანგრძლივებას მოითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლის ალექსანდრე მილორავას განცხადებით, თუ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცემა, ისინი არჩევნების დროში გახანგრძლივებას მოითხოვენ.

მილორავას განცხადებით, მათი ინფორმაციით, არჩევნებში გიორგი მუმლაძე ლიდერობს.

"კომისიის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ხმის მიცემა. 10% დღეს არის გაურკვეველი, მიცემს თუ არა ხმას, თუ ეს ასე იქნება შემდეგში, მაშინ ეს არჩევნები შემდგარად ვერ გამოცხადდება. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ არჩევნები დროში გახანგრძლივდეს და ყველა რეგისტრირებულ პირს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 4 ათასი ადამიანიდან 1500 პირზე მეტი არის ჩვენი მხარდამჭერი, ჩვენ ამის იდენტიფიცირება მოვახერხეთ დღეს, დღის განმავლობაში. არჩევნებში გიორგი მუმლაძე ლიდერობს, მათ შორის შეგიძლიათ სოციალურ ქსელშიც ნახოთ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თუ არ მოხდება გარედან ჩარევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და მათ მიეცემათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, გიორგი მუმლაძე ამ არჩევნებში გაიმარჯვებს",-განაცხადა მილორავამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს