ბაჩო დოლიძე - ე.წ. ეგზიტპოლებზე წავიდა საუბარი, რაც ირონიული და არასერიოზულია - უნიკალური ნიჭით უნდა იყო დაჯილდოებული, რომ დღეს შეძლო სისტემაში იმის დანახვა, რასაც ვერავინ ვხედავთ

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, არჩევნების წინასწარ შედეგებზე საუბარი ჯერჯერობით შეუძლებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივობა საკმაოდ მაღალია.

"ბოლო ინფორმაციით, 37 ათასზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა. რაც შეეხება ძალიან მცირე პროცენტს, ვისთანაც ტექნიკური ხარვეზის გამო „სმს“ არ მივიდა, ყველა მინდა დავამშვიდო, რომ უკლებლივ ყველასთან მივა. შესაბამისად, მათ შეეძლებათ, დააფიქსირონ კონკრეტული აზრი. ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ციფრი მესმის, წარმოუდგენელია დღეს ვინმემ რაიმე ტიპის პროგნოზი გააკეთოს ან ვინმეს ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია. ხვალ, დილის 10:00 საათზე აღნიშნული სისტემა ავტომატურად გვაჩვენებს იმ რეალურ ციფრებს, რომელიც არსებობს. ასე რომ, მანიპულირება, თქმა, რომ 70 %-80%-ს ავიღებთ - პირადად, მეღიმება ამ ყველაფერზე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში თვითონვე ჩავარდებიან", - განაცხადა დოლიძემ. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველივე ტურში ნიკა მელია გაიმარჯვებს.

"ე.წ. ეგზიტპოლებზე წავიდა საუბარი, ირონიული და არასერიოზულია ეს ყველაფერი, უნიკალური ნიჭით დაჯილდოებული უნდა იყო, რომ დღეს შეძლო ამ სისტემაში იმის დანახვა, რასაც ვერავინ ვხედავთ. ალბათ, აქვთ", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ნიკა მელიას ფლანგი არ არსებობს, არამედ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ირჩევენ.

"არავინ არსად წასვლას არ გეგმავს იმიტომ, რომ არსებობს სირთულეები. ყველაზე მარტივი გზა არის, როცა ამ სირთულეებს და პასუხისმგებლობას გაურბიხარ. მე ბრძოლას ვაგრძელებ ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი ძალიან პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიიღებს",-განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენეთ, მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა, მათ შორის დიმიტრი შაშკინმა განაცხად, რომ მათი მონაცემებით, ლევან ხაბეიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო