პაატა მანჯგალაძე - დარწმუნებული ვარ, კანდიდატები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, საერთო ენას გამონახავენ - ახლა ერთიანი ოპოზიციური ფრონტი გვჭირდება და ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ

დარწმუნებული ვარ, კანდიდატები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, საერთო ენას გამონახავენ - ახლა ერთიანი ოპოზიციური ფრონტი გვჭირდება და ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მანჯგალაძის თქმით, გაერთიანება არა პიროვნებების, არამედ, იდეის გარშემო ხდება და ახლა საერთო ინტერესი ხელისუფლების ჩამოშორებაა.

„მინდა, გამარჯვებულ კანდიდატს მივულოცო. დარწმუნებული ვარ, კანდიდატები, რომლებმაც წარმატებას ვერ მიაღწიეს, გამონახავენ საერთო ენას. არჩევნებში დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ პარტიიდან წავლენ და გაპასიურდებიან. პირიქით - ახლა გვჭირდება ერთიანი ბრძოლა, ერთიანი ოპოზიციური ფრონტი და რა თქმა უნდა, ყველასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ.

განხეთქილება, დაპირისპირება ხელისუფლების ინტერესია, ჩვენი ინტერესი კი, ერთიანობაა. საქართველოს გადარჩენის, ევროპასთან ინტეგრაციის და ხელისუფლების ჩამოშორების ამოცანა გვაქვს. არ მაინტერესებს, ვინ რას აკეთებდა წარსულში, მაინტერესებს, რას გავაკეთებთ მომავალში ყველა ერთად. თანამშრომლობას რაც შეეხება, ჩვენ პიროვნებების გარშემო არ ვიკრიბებით, ვიკრიბებით საქართველოს გამთლიანების, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის იდეის გარშემო“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა