ზურაბ ბატიაშვილი - ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომ ირანის სიღრმეში შეტევა განეხორციელებინა - ეს რუსეთ-უკრაინის ომთან კავშირში არის, მაგრამ პირდაპირ კავშირში ნაკლებად

ყველამ ვიცით ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა იმისა, რომ ირანის სიღრმეში ასეულობით კილომეტრზე მსგავსი შეტევა განეხორციელებინა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურა ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ირანის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე მომხდარი ბოლოდროინდელი თავდასხმები შეაფასა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც ირანს გაუკეთებია და ამის პოტენციურ ჩამდენს.

„ირანზე განხორციელდა შეტევა. მეორე საკითხია ვინ განახორციელა ის - ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც ირანს გაუკეთებია და არც იმას, ვისაც შეიძლება ეს შეტევა განეხორციელებინა, თუმცა ყველამ ვიცით, ვის აქვს საკმარისი მოტივაცია და ტექნოლოგიური შესაძლებლობა იმისა, რომ ირანის სიღრმეში ასეულობით კილომეტრზე განეხორციელებინა მსგავსი შეტევა.

ბევრი ამას შეიძლება უკავშირებდეს რუსეთ-უკრაინის ომს - კი, კავშირში არის, მაგრამ პირდაპირ კავშირში ნაკლებად. ახლო აღმოსავლეთი პრობლემებით დახუნძლული რეგიონია, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა ისინი მეორე პლანზე გადაწია. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემები სადმე წავიდა. დროთა განმავლობაში ჩვენ ახლო აღმოსავლეთში კიდევ არაერთხელ დავინახავთ ძალიან დინამიურად განვითარებულ პროცესებს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზე ვართ, რადგან ინფორმაციის ნაკლებობას განვიცდით.

„ირანის ნომერ პირველი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ისრაელის, როგორც სახელმწიფოს განადგურება. ამიტომ, ისრაელისთვის ძალიან სენსიტიური და ფაქიზია ირანის ბირთვული შეიარაღების თემა. ახლო აღმოსავლეთში ვხედავთ ძალიან საინტერესო კოალიციებსაც - ერთის მხრივ, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი ერთად და ირანი, რომელიც ამას მიიჩნევს ერთგვარ ალყაში მოქცევად - თანაც, თუ ამას საუდის არაბეთს დავუმატებთ, რომელიც ირანის ტრადიციული მოწინააღმდეგეა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანის ის პრობლემები, რომელიც აქვს აშშ-სთან გრძელდება და გრძელდება სანქციები, რომელიც ირანის წინააღმდეგ არის დაწესებული და არის მძიმე. ეს სანქციები ასევე მძიმეა ირანის მოსახლეობისთვისაც და ბოლო დროში ვხედავთ ძალიან ინტენსიურ საპროტესტო გამოსვლებს. თუ ადრე ვხედავდით, რომ ეს იყო რომელიმე ერთი კლასის პროტესტი, ახლა უკვე ყველა არის ჩართული და უფრო ინტენსიური არის. დროდადრო ეს უკმაყოფილება აალდება ხოლმე, ის არსად წასულა“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა