გიორგი ბოტკოველი - ახლა ზეიმის და გამარჯვების დრო არ არის - მთავარი გამარჯვება და საზეიმო მაშინ იქნება, როცა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენთ

ახლა არავის ზეიმის და გამარჯვების დრო არ არის. მთავარი გამარჯვება და საზეიმო მაშინ იქნება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს გადავარჩენთ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს სურვილი ვინმემ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს.

„ახლა არავის ზეიმის და გამარჯვების დრო არ არის. მთავარი გამარჯვება და საზეიმო მაშინ იქნება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დავამარცხებთ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გადავარჩენთ და ის თავისუფალი იქნება. რაც შეეხება თანამშრომლობას, მე ვერავისთან პრობლემას ვერ ვხედავ. ნამდვილად, ჩემი მტერი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ არ არის. ესენი ჩემი თანაგუნდელები არიან. მერე რა, რომ სხვადასხვა აზრზე ვიყავით, მზად ვარ ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ანგარებით შექმნილი პარტია არ ვყოფილვართ, ჩვენ ვიყავით მუდმივად იდეაზე ორიენტირებული ადამიანები. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. არავითარი სურვილი არ მაქვს, რომ ვინმემ პარტია დატოვოს. თუ ვინმეს ამის სურვილი აქვს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. პირიქით, მეც და თითოეული ჩვენგანიც, მათ შორის ლევან ხაბეიშვილიც, თითოეული ჩვენგანი ვინც ლევან ხაბეიშვილის კამპანიაში ჩართული ვიყავით, მზად ვართ კი არა და ვალდებულებადაც ვთვლით თავს, რომ არა მარტო ვითანამშრომლოთ, არამედ ვიბრძოლოთ ისევ იმ ადამიანებთან ერთად, რომელიც შეიძლება გუშინ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს წარმოადგენდნენ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა