„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი და ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე თანამდებობას ტოვებს.

თუმცა მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება და გუნდთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს.

„მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ვინც მონაწილეობა მიიღო შიდა პარტიულ არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა ბათუმს და სრულიად აჭარას. გულწრფელად ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.

მე დღეიდან ვტოვებ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს, ვრჩები პარტიაში და ვაგრძელებ ბრძოლას ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებისთვის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ერთიანობით, ყველაფერი გამოგვივა”, - წერს გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში.

ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ - ევროპისკენ, ან იქით - რუსეთისკენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო
გაზმომარაგების უმსხვილესმა კომპანია, „თბილისი ენერჯიმ“ BDO Digital-თან პარტნიორობით კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, ISO/IEC 27001:2022 დანერგა
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
ახალი „ლენდ კრუიზერ პრადო“ - ლეგენდის თანამედროვე გაგრძელება
20 ივლისიდან სილქნეტი ოპტიკური ინტერნეტის სიჩქარეებს გაზრდის