მარნეულელმა კიკბოქსიორებმა წარმატებით იასპარეზეს

თბილისში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კიკბოქსინგსა და შერეულ ორთაბრძოლებში, (MMA) სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 113 კგ წონით კატეგორიაში პროფესიონალური ორთაბრძოლა გამართა მიშა ცარციძემ, სადაც დაუპირისპირდა ირანელ სპორტსმენს და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. მიშას გადაეცა ორგანიზაციის ჩემპიონის ქამარი.

51 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ-ერთმა წარმატებულმა სპორტსმენმა, გიორგი მირზოიანმა. შეხვედრაში დამაჯერებლად დაამარცხა ირანელი მოწინააღმდეგე და მოიპოვა ორგანიზაციის ქამარი.

ასევე წარმატებით იასპარეზეს სპორტსმენებმა სამოყვარულო ორთაბრძოლებში და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს.

ტურნირში აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, უზბეკეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში