სერგო ჩიხლაძე - ჩვენ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არჩეულ თავმჯდომარესთან - პარტიაში ვისი გავლენა მეტია, ვისი - ნაკლები, ამაში არ შევდივართ, ამაზე ბევრი საუბარი „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა

ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც იქნება ლეგიტიმური წარმომადგენელი, ხელმძღვანელი, თავმჯდომარე, მასთან სათანამშრომლოდ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მისთვის მისაღებია და ეს საკითხი პიროვნებებზე არ დგას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არავის არ ვგულშემატკივრობდით. არჩევნები არის ყველა პარტიის შიდა სამზარეულო, შიდა არჩევანი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვიყავით და მზად ვართ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც იქნება ლეგიტიმური წარმომადგენელი, ხელმძღვანელი, თავმჯდომარე, მასთან სათანამშრომლოდ. პარტიასთან თანამშრომლობა არის მისაღები. აღნიშნული საკითხი რაღაც ინდივიდუალურ პრეფერენციებზე, პიროვნებებზე არ დგას. მინდა მივულოცო ლევანს [ხაბეიშვილი] თავმჯდომარეობა და ვუსურვო წარმატება“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერაა კულტივირებული თემა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სათავეში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოვიდა.

ჩიხლაძემ ისაუბრა კონკრეტულ ინდივიდებთან თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ვინც წვლილს შეიტანს რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, არცერთ ადამიანს არ უნდა ჩავუკეტოთ კარი.

„ ვფიქრობ, ეს თემა უფრო „ქართული ოცნების“ მიერ არის კულტივირებული. ჩვენ პატივს ვცემთ იმ ასობით ათას ადამიანს, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. 50 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მე მგონი, მათ გააკეთეს თავისი არჩევანი, ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოსთვის პროდასავლური ბრძოლის ფარგლებში, რაზეც დიდი ერთობა დავაანონსეთ, 24 თებერვალს დიდი სოლიდარობის აქცია უნდა ჩატარდეს, თავის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის და მათაც ვიხილავთ 24 თებერვლის აქციაზე.

ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტიასთან და არჩეულ თავმჯდომარესთან. დანარჩენი, შიგნით, ვისი გავლენა მეტია, ვისი - ნაკლები და ა.შ., ამაში არ შევდივართ. ყველა პარტიას თავისი შიდა სამზარეულო აქვს. ამაზე ბევრი საუბარი არის „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება კონკრეტულ პირებს, ჯერ ერთი, ვანო მერაბიშვილმა მოიხადა შვიდი წელი. ამ წუთას მის მიმართ არ არსებობს არანაირი ბრალდება. მისი პოლიტიკური წარსული გასაგებია, მაგრამ ვანო მერაბიშვილი ჩვენს პარტიაში ხომ არ შემოგვყავს, ვთანამშრომლობთ პარტიასთან. არც ამის თქმის შემეშინდება, არცერთ ადამიანს, ვინც წვლილს შეიტანს ინდივიდუალურად რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ევროინტეგრაციის საქმეში, არ უნდა ჩავუკეტოთ კარი, ვინც არ უნდა იყოს ის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა