31 იანვარს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედრა გაიმართება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანთან.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
31 იანვარს, 10:30 საათზე, „ანტიკოროფციული საგამოძიებო პალატის“ დაფუძნების შესახებ „იპოთეკითა და მევახშეებისგან“ დაზარალებულთა ასოციაცია ბრიფინგს გამართავს.
მის: წერეთლის გამზ.118 („ექსპო ჯორჯიას“) 1 პავილიონი
საკონტაქტო: ნანო ცხადაია - 555 33 34 87
31 იანვარს, 10:35 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანს შეხვდება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
31 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება.
მის: ცოტნე დადიანის #30
31 იანვარს, 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშის „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2022“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: ა. გახოკიძის 11 ა, 0 სართ (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი).
31 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი ქვეყანაში: მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
31 იანვარს, 11:00 საათზე, შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, გაეროს განვითარების პროგრამისა და პროგრესული ფორუმის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ვარდების მოედანი 1 (სასტუმრო „რედისონი“)
საკონტაქტო: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70
31 იანვარს, 12:00 საათზე, პარტია „ლელოს“ ოფისში მედეა მეტრეველისა და ანა ნაცვლიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: საპატრიარქოს მოთხოვნით გაკეთებული დასკვნა გელათზე.
„ლელოს“ ლიდერები მოითხოვენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას და არსებული მენეჯმენტის პროცესებიდან ჩამოშორება/გადადგომას.
მის: სადგურის ქუჩა #2
საკონტაქტო: ია ადეიშვილი 599 26 40 26
31 იანვარს, 13:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პირველი მოადგილის, დავით მათიკაშვილის შეხვედრა გაიმართება სტუდენტებთან საქართველოს პარლამენტის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
31 იანვარს, 14:00 საათზე, სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგს გამართავს.
მის: გულუას ქ.N10
31 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში წმ. ექვთიმე ღმრთისკაცის (თაყაიშვილი) თხზულებათა თორმეტტომეულს წარადგენენ.
გამომსვლელები იქნებიან: აკადემიკოსი როინ მეტრეველი; მიტროპოლიტი დანიელი; პროფესორი ბება კუდავა; პროფესორი ნათელა ვაჩნაძე; აკადემიკოსი ჯაბა სამუშია; აკადემიკოსი ვალერი ასათიანი; პროფესორი ნინო მამარდაშვილი; აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე -კულტურის ფონდის თავმჯდომარე.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. 52; მე-5 სართულის დარბაზი.
31 იანვარს, 15:30 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას და „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრე ვინიკოვთან.
თემა: საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივა და გამოწვევები, ევროატლანტიკური რეფორმები. ასევე „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერების დაგეგმილი ვიზიტები ბრიუსელში, ნატოს წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტსა და ევროპის საბჭოში.
მის: წინამძღვრიშვილის ქ. 162 (ნატოს სამეკავშირეო ოფისი).
საკონტაქტო: 555 50 07 10
31 იანვარს, 17:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების შეხვედრა გაიმართება ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებთან.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"