სალომე სამადაშვილი - ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება - ნულის ტოლია შანსი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ამ შემადგენლობით ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდოს, შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს

ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე დაიყენეს, ხაბეიშვილის სახით, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ დეპუტატი, სალომე სამადაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარის არჩევას.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით ამომრჩევლის რაოდენობა გაზარდოს. სალომე სამადაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ პარტიამ მათი ნაწილი დაკარგოს.

„რაც გარედან ჩანს არის ის, რომ პარტიაში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა. გაიმარჯვა იმ მხარემ, რომელმაც შეძლო მობილიზება გაეკეთებინა არჩევნებში მონაწილეებისთვის. საბოლოო ჯამში საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნებმა ან რაღაც დემოკრატიულ პროცესებს მისცა ბიძგი პარტიაში, ან გახსნა კარი ახალი ამომრჩევლის მისაზიდად, ეს რეალურად არ მომხდარა. ვფიქრობ, რომ პარტიის ძველი ძალებით, სტრუქტურებით გამაგრებულმა მხარემ მოახერხა უფრო მეტი მობილიზაცია და შესაბამისად მოიგო.

მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ამ პროცესს, არ მიმაჩნდა, რომ მოიტანდა რამე პოზიტიურ შედეგს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ვფიქრობ, რომ ჩემი პროგნოზი დადასტურდა, რადგან მე ვერ ვხედავ სიახლეს ამ პროცესში. მე უბრალოდ ვხედავ, რომ ძველმა ძალებმა გაიმარჯვეს, მათ დაიყენეს წინ პარტიისთვის შედარებით ახალი სახე ხაბეიშვილის სახით, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ადმინისტრაციულმა რესურსმა პარტიის შიგნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პარტია კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება. მე გამოვრიცხავ, ფაქტობრივად ნულია იმის შანსი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფორმით და ამ შემადგენლობით გაზარდოს საკუთარი ამომრჩევლის რაოდენობა, პირიქით, ვვარაუდობ, რომ შეიძლება რაღაც ნაწილი დაკარგოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა