იაგო ხვიჩია - თუ ახლა რაიმეზე გარიგება უნდა არსებობდეს, ეს სააკაშვილის გათავისუფლებაა - მოსაფიქრებელია რაღაც ისეთი, რომ „ნაცმოძრაობამ“ კვლავ შეასრულოს „მტრის ხატის“ როლი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის კურთხევით , - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ის თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნები გაყალბებულია და თუ პარტია „გირჩის“ წევრებმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა და სანდრო რექვიაშვილმა, მასში მონაწილეობა მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებიც იმავეს შეძლებდნენ.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან არ იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ან მათი მიზანიც იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე დარეგისტრირებული ამომრჩევლები სინამდვილეში არავის გადაუმოწმებია. "გირჩის" წევრებმა, ვახო მეგრელიშვილმა და სანდრო რექვიაშვილმა ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. რა უნდოდა მათ ცნობას, პროფილის სურათზეც „გირჩი“ აქვთ დაყენებული. გაყალბებასთან დაკავშირებით ასეთი არგუმენტი რომ გვქონოდა, 2020 წლის არჩევნებსაც გამოვაცხადებდით გაყალბებულად. შენ თუ „ქართული ოცნების“ წევრი ხარ და გინდა გავლენა გქონდეს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებზე, რატომ არ გააკეთებ ამას? ან იმის უნდა გჯეროდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მოუნდებოდა გავლენა ჰქონოდა ამ არჩევნებზე. თუ ამის არ გჯერა, მაშინ არჩევნები გაყალბებულია. ჩვენ გვინდოდა, მტკიცებულება გვქონოდა იმისა, არჩევნები კარგად ჩატარდა თუ არა. რადგან ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, „ქართული ოცნებაც“ მიიღებდა.

ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არასერიოზული დამოკიდებულების გამო, არ იცოდა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა ან მათი მიზანიც იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო.

ჩემი აზრით, თუ ახლა რაიმეზე გარიგება უნდა არსებობდეს, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. გამორიცხულია, რომ ლევან ხაბეიშვილმა პარტიას უშველოს მაშინ, როცა მიშა ციხეშია. ტყუილად უნდა მოსთხოვო ადამიანს ზედმეტი. მოსაფიქრებელია რაღაც ისეთი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავ შეასრულოს მტრის ხატის როლი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ეს უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის კურთხევით. სანამ მიხეილ სააკაშვილი შემკოწიწებელია, მანამდე ეს პარტია იარსებებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე, როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების ალიანსები და ქართული პოლიტიკის „ოლ სტარები“ წარუმატებელი პროექტებია.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის დახმარებით, „ქართული ოცნების“ დამარცხება არაფორმალური მმართველობით სურს, ეს არ გამოვა, რადგან ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო არაფორმალური მმართველია.

„ჩემი აზრით, დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის გარეშე, 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ. ეს ადამიანები რეპუტაციულად არიან დაზიანებულები. რამდენი წელია ეს ამბავი იხარშება. ოპოზიციური პარტიების ალიანსს რაც შეეხება, ქართული პოლიტიკის „ოლ სტარები“ ყოველთვის წარუმატებელი პროექტებია, რაღაცნაირი აჯაფსანდალი გამოდის. თუ ოპოზიციური ერთობა შეიკვრება და მერაბიშვილი და კეზერაშვილი არაპოლიტიკური მმართველები იქნებიან, ესეც არ გამოჩნდება დამაჯერებელი. თუ „ქართული ოცნების“ დამარცხება არაფორმალური მმართველობით გვინდა, ეს არ გამოვა, რადგან ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო არაფორმალური მმართველია. თუ შენი მოწინააღმდეგე ერთ თამაშს საუკეთესოდ თამაშობს, შენ უნდა შესთავაზო სხვა თამაში, რომელსაც ის ვერ ითამაშებს“ , - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უახლოეს ერთ თვეში ელის და ფიქრობს, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნება.

„მიშას გარეშე ნაცები არ გამოდგებიან მტრის ხატად. მე უახლოეს ერთ თვეში ველოდები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ, რომ სხვანაირად ის არ გაჩერდება. ის მიხვდება, რომ რაღაც რიგზე არ არის და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნება. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც „მიხეილ სააკაშვილი“ გაემიჯნება, „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა