სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება

„ლიბერთის“ ბანკომატებში სიახლე დაინერგა - დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ.

„ლიბერთის“ 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები.

გარდა ამისა, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია - თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია - უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.

Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ. გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია.

ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას:

„თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული. როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე. 2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე“, - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა