ქალაქ ოზურგეთისა და ქვემო ნატანების რამდენიმე უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ოზურგეთსა და ქვემო ნატანებში - წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა, მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სრული რეაბილიტაცია. დამატებით მოეწყობა მაგისტრალური მილები. წითელი სხივისა და ნარუჯის უბნებში მოეწყობა სატუმბი სადგური, მაგისტრალი, რეზერვუარი და გამანაწილებელი ქსელი. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაბა ურეკისთვის ჭაბურღილების მოწყობას.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა