გიორგი ხელაშვილი - საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას, ეს ასე გაგრძელდება

საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას, ეს ასე გაგრძელდება. სხვათა შორის, ისტორიულად, მოლდოვასაც ჰქონდა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები უკრაინასთან, დღევანდელი ურთიერთობაც არ არის მაინცდამაინც უღრუბლო უკრაინასა და მოლდოვას შორის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებთან რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რა პრობლემებს გულისხმობს, როცა ამბობს, რომ დღევანდელი ურთიერთობაც არ არის უღრუბლო უკრაინასა და მოლდოვას შორის? - ხელაშვილი პასუხობს, რომ „ისტორიულს“.

„ისტორიულ მიმოხილვას არ დავიწყებ, პრობლემა არის ისტორიულად, მე დავაზუსტე“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, მოლდოვის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე განხილული იყო სამი ძირითადი საკითხი, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, ერთობლივი თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

ხელაშვილის თქმით, სამივე საკითხზე საქართველოს და მოლდოვას ერთნაირი პოზიცია აქვს. როგორც ხელაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

„ყველაზე უფრო დიდი საფრთხე დღეს მოლდოვისთვის არის ერთი - ენერგოკრიზისი, რომელსაც ისინი უმკლავდებიან, როგორც შეუძლიათ და ჯერჯერობით წარმატებით, როგორც ჩანს, ამინდმაც შეუწყო ხელი, თბილი ზამთარი იყო მოლდოვაში.

რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ, ამ შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ როგორც ჩანს, მოლდოვაში არის სერიოზული შიში იმისა, რომ შეიძლება საომარი მოქმედებები მისწვდეს ამ ქვეყანას, ეს არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ გაზაფხულზე არის სერიოზული მოლოდინი არამარტო მოლდოვაში, არამედ, საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ რუსეთი განაახლებს თავის სამხედრო აგრესიას უკრაინის მიმართ. ეს საფრთხე, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ, მოლდოვაში არსებობს და ისინი ძალიან სერიოზულად უყურებენ ამას. საქართველო და მოლდოვა, ამ შეხვედრიდანაც გამოჩნდა, რომ ერთნაირად უყურებენ უკრაინის კონფლიქტს და ერთნაირად მოქმედებენ ამ ომთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველო არაფრით ჩამოუვარდება მოლდოვას და უფრო მეტადაც კი უწევს ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ დახმარებას უკრაინას და ეს ასე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, სხვათა შორის, თვითონ მოლდოვასაც ჰქონდა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები უკრაინასთან, დღევანდელი ურთიერთობაც არ არის მაინცდამაინც უღრუბლო უკრაინასა და მოლდოვას შორის, მაგრამ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ისე როგორც ჩვენ, რომ ეს გარკვეული უთანხმოებები მთავრობასთან კიევში გვერდით გადავდოთ, რადგან უკრაინას ყველაზე მეტად დღეს საერთაშორისო დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ცნობისთვის, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა. ოლეგ სერებრიანი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შეხვდა,რის შემდეგაც შეხვედრა გამართა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისთან, რომელსაც ასევე ესწრებოდა გიორგი ხელაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა