გიორგი ბოტკოველი - უნდა ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ და არა ხაბეიშვილის ან  მელიას გუნდის წევრები - ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ბევრი საქმე, რაშიც საპროტესტო აქციებიც იგულისხმება

თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის და არა ლევან ხაბეიშვილის ან ნიკა მელიას გუნდის წევრები - ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ბევრი ლაპარაკი, არამედ ბევრი საქმე, რაშიც იგულისხმება საპროტესტო აქციებიც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტია ასევე აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისგან“ „მეტ აქტიურობას ითხოვენ“.

„ყველა, ვინც ამ ბრძოლაშია ჩაბმული, უნდა გვარწმუნებდეს, რომ ჩვენ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის წვერები ვართ. არავის არავისთვის მიუთითებია, რომ ვინმეს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, ან პასიურ რეჟიმში გადასულიყო. პირიქით, უფრო მეტი აქტიურობის და ერთად ბრძოლის დროა. თანაგუნდელებს მოვუწოდებ, ერთად ვიბრძოლოთ, ერთად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებლად წარმატებას მოუტანს ჩვენს ბრძოლას, რაც იქნება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.

ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს არა ბევრი ლაპარაკი, არამედ ბევრი საქმე, რაშიც იგულისხმება საპროტესტო აქციები და ჩვენი აქტიური მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც მოწადინებულები არიან პროცესში ჩაერთონ, თუმცა ჩვენს მეტ აქტიურობას ითხოვენ. სწორედ ამან განაპირობა ეს არჩევნებიც“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი სურს.

„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა ევროპული უნდა იყოს, ვითანამშრომლებთ და ვიქნებით თანამებრძოლები მთავარ პრინციპში -ქვეყნის გადარჩენისთვის“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა